среда, 20 апреля 2011 г.


1.      პროექტის სახელწოდება:
გალაკტიონი – პოეზიის უგვირგვინო მეფე
2.      
      პროექტის მთავარი იდეა:
ვინაიდან გალაკტიონის პოეზიის მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა,საჭიროდ ჩავთვალე,უფრო ღრმად გაეცნოთ მოსწავლეებს იგი.

3.      პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმდენად,რამდენადაც ქართული პოეზიის მეფედ წოდებული გალაკტიონის პოეზია ამოუწურავია და დღითი დღე უფრო მეტ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში.

4.      პროექტის მიზნები:
გ.ტაბიძის პოეზიისა და ბიოგრაფიის უკეთ გაცნობა.

5.      მოსწავლეთა ასაკი:14 –15 წლის

6.      ვადები/ხანგრძლივობა:15 დღე

7.      მოსალოდნელი შედეგები:
ქართული პოეზიის სიყვარული.
 გ.ტაბიძის შემოქმედების ღრმად შესწავლა.ბავშვები აქამდე მათთვის უცნობი ლექსებითაც   დაინტერესდნენ.
კედლის გაზეთის ან ალბომის შექმნა.
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ადამიანური რესურსები, წიგნები,საკანცელარიო ნივთები,ი.ს.ტ.
9.      პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივოვებები):
ა) მოიძიონ ინფორმაცია გ.ტაბიძის ბიოგრაფიიდან.
ბ) ამოიჩიონ მათთვის საყვარელი ლექსები და დაისწავლონ.
გ) შემდეგ მცირე მონიტორინგის მეშვეობით გავარკვევ რა პრინციპით შეარჩიეს
    ლექსები.ვისაუბრებთ ამ ლექსების მხატვრულ მხარეზე.
დ)პატარა პლაკატებზე გავაკეთებინებ მათთვის საყვარელ ფრაზებს გ.ტაბიძის      
     პოეზიიდან.
ე) ი.ს.ტ. საშუალებით მოვასმენინებ გალაკტიონის მიერ წაკითხულ ლექსებს.
ვ) დავგეგმავთ ექსკურსიას გალაკტიონ ტაბიძის სახლ–მუზეუმში.
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ე.ს.გ. კავშირი:
VII.3.მოსწავლე ცვლის სამეტყველო ქცევას საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
VII.6.მოსწავლე ამოიცნობს და შესაბამისად იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს.
VII.7.მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.გამოხატავს და ხსნის საკუთარ დამოკიდებულებას მათ მიმართ.
VIII.4.მოსწავლე ირჩევს და იყენებს ზეპირი გამოსვლის მომზადების  სტრატეგიებს.

11.  პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დარეჯან ვართანოვი

12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:D.VARTANOVI@GMAIL.COM
13.  პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:DVARTANOVI.BLOGSPOT.COM